მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. ამიტომ მასთან საბრძოლველად გადავწყვიტეთ მოსახლეობაში მოხდეს პანდემისათან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლება, რათა შემცირდეს მათი გაუფრთხილებლობით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები და იზრუნონ, რომ გახადონ იგი ნაკლებად საზიანო დედამიწისათვის. იფიქრონ მავნე ჩვევების აღმოფხვრასა და სწორი ქცევის ჩამოყალიბებაზე . დასახონ გზები პანდემიასთან საბრძოლველად.

 ამ მოულოდნელმა დაავადებამ განსაკუთრებით ზიანი მიაყენა განათლების სისტემას; მოსწავლეები ,,მოსწყდნენ სკოლას, გაკვეთილები ტარდება ონლაინრეჟიმში, ბავშვები დაშორდნენ სკოლას, სოციუმს, მათ შორის მეგობრებს. მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს და მოწყდნენ თამაშებს ფიზიკური აქტივობებით, ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა კომპიუტერულმა თამაშებმა. 

მიზანი

·         მოსახლეობის ინფორმირებულობის გზით პანდემიასთან ბრძოლა;ღონისძიებების დასახვა პანდემიასთან საბრძოლველად;

·         პროექტის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაკომპიუტერულ პროგრამებში;

·         უცხო ქვეყნის მოსწავლეებთან კონტაქტით საკომუნიკაციო ენის ცოდნის დონის ამაღლება (ინგლისური, რუსული).

 

 

სამუშაო პროცესი

დეკემბერი-იანვარი: 

  • ·  ვიდეორგოლი პროექტის მიმდინარეობისამსახველი მასალებით
  • ·  გუნდის შექმნა, პარტნიორი სკოლის მოძიება
  • ·  პარტნიორ პედაგოგებთან დაკავშირება
  • ·  გამოკითხვის კითხვარების შედგენა
  • ·  ონლაინშეხვედრის ორგანიზება პარტნიორ პედაგოგებთან
  • ·  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
  • ·  ლოგოს შექმნა
  • ·  პროცესის მონიტორინგი

 

თებერვალი-მარტი

·        ვიდეორგოლი პროექტის მიმდინარეობის ამსახველი მასალებით

·        პროექტის ლოგოს შესარჩევი კონკურსი

·        პროექტში მონაწილე სკოლების/ქვეყნების გუგლის რუკაზე მონიშვნა;

·        სკოლების ურთიერთწარდგენა და გაცნობა

 

აპრილი

·        ვიდეორგოლი პროექტის მიმდინარეობი სამსახველი მასალებითპროექტის მიმდინარეობის მასალების ასახვა ბლოგზე

·        ონლაინ შეხვედრა პროექტის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებთან

·        პროექტში განხორციელების შესახებ კითხვარების შედგენა

·         პრეზენტაციები ,,არა კორონას!“

·        პროექტის დახურვა

 

              მოსალოდნელი შედეგები

·        შექმნიან ბლოგს პროექტის მიმდინარეობის ამასახველი მასალებით;

·        სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ურთიერთთანამშრომლობით ჩამოუყალიბდებათ უკეთესი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები უცხო ენაზე(ინგლისურ ენაზე) ; 

·        · გაიზრდება სხვადასხვა სკოლების მასწავლებელთა თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება;

·        ·ონლაინრესურსების შექმნისას შეისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს: გოოგლდოკს, გოოგლმაპს, გოოგლფორმს, გენიალლუს, და.ა.შ.

·        ისწავლიან ბლოგის შექმნას და მასალების განთავსებას მასზე.

·        აუმაღლდებათ მოტივაცია.

 

 

 


Комментарии